გიორგი ვაშაძე: ელჩებზე თავდასხმას ვემიჯნები, არ მგონია, ეს სწორი პროცესი იყოს ამ შემთხვევაში

“ელჩებზე თავდასხმას ვემიჯნები, არ მგონია, ეს სწორი პროცესი იყოს ამ შემთხვევაში”, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ვაშაძის თქმით, ეს არის კონკრეტული ადამიანების პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, არც ერთპოლიტიკურ პარტიას მსგავსი პოზიცია არ გამოუხატავს.

„ელჩებთან მიმართებით ყველა თავდასხმას ვემიჯნები, რადგან ისინი არიან ჩვენი პარტნიორები და არა – რომელიმე მხარის პოზიციის მხარდაჭერა, არამედ ფასილიტაცია და შეთანხმებისკენ სვლა უნდა მოახდინონ. მესმის ადამიანების, რომლებიც ძალიან დიდი პერსონალური წნეხის ქვეშ არიან, მათ ოჯახის წევრებისა და ყოველთვის ვუგულშემატკივრებ, გვერდში დავუდგებით, მაგრამ შეტევა საელჩოებსა და ელჩებზე არ მგონია, სწორი პროცესი იყოს ამ შემთხვევაში.

ეს არის კონკრეტული ადამიანების პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, არცერთ პოლიტიკურ პარტიას მსგავსი პოზიცია არ გამოუხატავს. ცალკეულ პირს თუ ჟურნალისტს შეუძლია, ჰქონდეს საკუთარი აზრი. მე არ მეგულება არცერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, რომელიც დღეის მდგომარეობით თავდასხმას ახორციელებს ამერიკის ან ევროკავშირის საელჩოებზე.

პოლიტიკოსებს რომ გაეკეთებინათ ეს განცხადება, მანდ უფრო თავისუფალი ვიქნებოდი შეფასებაში, ჟურნალისტიკის თვალსაზრისით, ყველას შეუძლია, საკუთარი პოზიცია ჰქონდეს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მან კელი დეგნანსა და კარლ ჰარცელს მადლობა გადაუხადა მოლაპარაკებებში ფასილიტატორის როლის შესრულებისა და პროცესისთვის ხელის შეწყობისთვის.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები