ირაკლი კობახიძე: „ნაციონალების“ პატარა „კლასტერია“, რომელიც ბუნებით არაჯანსაღია, სწორედ მათ ჩაშალეს მოლაპარაკებები პირველი სხდომის წინა დღეს

“ოპოზიცია ორად არის გაყოფილი. არიან არაჯანსაღი პოლიტიკური ძალები და არის რამდენიმე ჯანსაღი პოლიტიკური პარტია”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, “ნაციონალების“ პატარა „კლასტერია“, რომელიც თავისი ბუნებით არაჯანსაღია და მოლაპარაკებები პირველი სხდომის წინა დღეს სწორედ მათ ჩაშალეს.

„ჩვენ აბსოლუტურად ღია ვართ კონსულტაციებისთვის. იმედს ვიტოვებთ, საკმარისად აღმოჩნდებიან ოპოზიციურ სპექტრში პოლიტიკური პარტიები, რომლებიც გამოხატავენ ასეთივე მზაობას მოლაპარაკებისთვის და ასევე შეთანხმებისთვის. რეალურად, ოპოზიცია ორად არის გაყოფილი. არიან არაჯანსაღი პოლიტიკური ძალები და არის რამდენიმე ჯანსაღი პოლიტიკური პარტია, რომელიც ასეთ მზაობას აფიქსირებდა და, ალბათ, მომავალშიც დააფიქსირებს. მარტივად შეგვიძლია, გავმიჯნოთ. არის „ნაციონალების“ პატარა “კლასტერი“, რომელიც თავისი ბუნებით არაჯანსაღია. სწორედ მათ ჩაშალეს მოლაპარაკებები პირველი სხდომის წინა დღეს. ყველა დანარჩენი არის ჯანსაღი. დანარჩენს ვნახავთ, როდესაც პარტიები საკუთარ პოზიციებს დააფიქსირებენ“, – განაცხადა კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები