აბაშის მუნიციპალიტეტის მერია ცნობილ ქართველ პოეტს, ტარიელ ხარხელაურს, დაბადების დღეს ულოცავს

დღეს, ქართველი პოეტის, ტარიელ ხარხელაურს დაბადების დღეა, – ინფორმაციას აბაშის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

„აბაშის მუნიციპალიტეტის მერია ცნობილ ქართველ პოეტს, ტარიელ ხარხელაურს, ულოცავს დაბადების დღეს.  უსურვებს სიჯანსაღეს, დღეგრძელობას, შემოქმედებით წარმატებებს, ბევრჯერ გაეხარებინოს მკითხველის გული ლამაზი პოეზიით.

ჩვენ გვქონდა ბედნიერება მისი სტუმრობისა, ეს იყო დაუვიწყარი, პოეზიითა და სიყვარულით სავსე საღამო.
ტარიელ ხარხელაურს საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით აბაშის მუნიციპალიტეტის მერია დიდი პატივისცემით აჯილდოებს კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის მედლით”, – ნათქვამია აბაშის მუნიციპალიტეტის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები