მე-5 რაუნდის აზრი ისაა, მძიმე კვირის შემდეგ, გავარკვიოთ, რა შეიცვალა „ქართული ოცნების“ პოზიციებში – გიორგი ვაშაძე

მე-5 რაუნდის აზრი ისაა, მძიმე კვირის შემდეგ არის თუ არა კიდევ დარჩენილი შეთანხმების შესაძლებლობა, გავარკვიოთ, რა შეიცვალა „ქართული ოცნების“ პოზიციებში, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

„ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდი მოწადინებული ვართ, რომ შეთანხმება შედგეს და მოლაპარაკებები გაგრძელდეს.

ჩვენ ყოველთის გვაქვს ჩვენი პოზიციები შიდა დისკუსიებშიც, რომელიც შეიძლება განსხვავდება სხვა პარტიების პოზიციებისგან, მაგრამ მნიშვნელოვანწილად ვმუშაობთ იმისთვის, რომ საერთო პოზიციები ჩამოყალიბდეს, რათა მოხდეს საერთო შეთანხმება და კონსენსუსი.

ამიტომ დაველოდოთ მე-5 რაუნდს, ვნახოთ როგორ გაგრძელდება პროცესი. როცა ვიკრიბებით და ტვინის შტურმი გვაქვს გაჩაღებული სხვადასხვა ვერსიებთან დაკავშირებით, არასწორი მგონია, ყველა დეტალზე გარეთ ვისაუბროთ, თუმცა, ამაშიც ვერ ვხედავ პრობლემას. 60 მანდატის გამოყენებას აზრი რომ ჰქონდეს, ამას სჭირდება შეთანხმება, თუ შეთანხმება არ არის, 60 მანდატს აზრი არ აქვს. ეს არის ფაქტი! შეთანხმების გარეშე ვერაფერი იქნება. მე-5 რაუნდის აზრი არის, მძიმე კვირის შემდეგ არის თუ არა კიდევ დარჩენილი შეთანხმების შესაძლებლობა. გავარკვიოთ, რა შეიცვალა „ქართული ოცნების“ პოზიციებში და იმის შემდგომ გავაკეთებთ განცხადებას. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შეთანხმება შედგეს“, – განაცხადა ვაშაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები