„სამართლიანი არჩევნების” ქმედება ცდება სამოქალაქო სექტორის მთავარ მიზანს – დავით ჩიხელიძე

არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის” ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე ა/ო „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ” საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა:

„მინდა გამოვეხმაურო ა/ო „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. პირველ ყოვლისა, როგორც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი, მათ მხარდაჭერას ვუცხადებ, მაგრამ მეორეს მხრივ, გამოვდივარ რა საზოგადოების ინტერესებიდან ვთვლი, რომ „სამართლიანი არჩევნების” ქმედება ცდება სამოქალაქო სექტორის მთავარ მიზანს. საზოგადოებისთვის სიკეთის მოტანის და პირუთვნელი სიმართლის თქმის ნაცვლად, მოახდინეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. მათ მიერ არჩევნებთან დაკავშირებით წარმოდგენილმა ანგარიშმა, გარკვეულ ძალებში რევოლუციის მოწყობის სურვილი და მზაობაც კი გამოიწვია. მოხდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. მინდა მჯეროდეს, რომ ეს იყო ტექნიკური ხარვეზით გამოწვეული, არა მიზანმიმართული ქმედება.

არსებობს უბრალოდ შეცდომა და არსებობს შეცდომა, რომელიც დანაშაულზე მეტია. აქ პირველ რიგში საუბარი მაქვს მორალურ დანაშაულთან, სამართლიანი არჩევნების ქმედება კი მეორე კატეგორიაში ხვდება… არ მივცემ თავს უფლებას ვინმეს, საზოგადოებისთვის ბოდიშის მოხდისკენ მოვუწოდო, მაგრამ უბრალოდ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და საკუთარ თავს შევახსენებ, რომ ჩვენ ყველამ უნდა გავითავისოთ საკუთარი პასუხისმგებლობა, მნიშვნელობა და ვალდებულება, რაც საზოგადოების წინაშე გვაკისრია, ვიღვაწოთ და ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ხელი საზოგადოების გაერთიანებას შევუწყოთ და არა საზოგადოების დაქსაქსვას!”, – აცხადებს ჩიხელიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები