მაღალმთიან დასახლებებში, წლიურად, 1600-ზე მეტ ექიმსა და ექთანზე დანამატები გაიცემა
“მაღალმთიან დასახლებებში სამედიცინო პერსონალისათვის გაიცემა დანამატები – წლიურად, 1600-ზე მეტ ექიმსა და ექთანზე”, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
ექიმსა და ექთანზე დანამატები გაიცემა შემდეგი სახით: ექიმებისათვის – სახელმწიფო პენსიის ორმაგი ოდენობით; ექთნისათვის – სახელმწიფო პენსიის ოდენობით; ჯამურად, გაცემულია – 20 მლნ ლარამდე.
(დანამატები გაიცემა სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ და მის მართვაში არსებულ სამედიცინო დაწესებულებაში).
გარდა ამისა, 2015 წლიდან დიპლომის შემდგომი განათლების პროგრამის ფარგლებში, მომზადებული ექიმები 3 წლის განმავლობაში მაღალმთიან რეგიონებშიც საქმდებიან, სახელმწიფო მათ სწავლის საფასურს უფინანსებს განსაზღვრულ სპეციალობებში.
სამედიცინო ინფრასტრუქტურის განახლება და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა:
აშენდა სასწრაფო სამედიცინო ცენტრის 13 ახალი შენობა;
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი უკვე სრულად განახლდა, მაღალმთიან რაიონებს მაღალი გამავლობის სამედიცინო ავტომობილები გადაეცათ: ლენტეხსა და ხარაგაულში ახალი სამედიცინო დაწესებულებები გაიხსნა; გუდაურში გაიხსნა ტრავმატოლოგიური პუნქტი;
აშენდა და რეაბილიტირდა სოფლის ამბულატორიები;
მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომია სამედიცინო მომსახურება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, ასევე, ძვირადღირებული მედიკამენტები C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამით.
მთაში მცხოვრები მოქალაქეების მხარდაჭერისა და მაღალმთიან დასახლებებში განხორციელებული პროექტების შესახებ ვრცლად იხილეთ: http://gov.ge/s/0666e