ქუთაისში კორონავირუსისგან 7 ჩვილი გამოჯანმრთელდა

ქუთაისში, კლინიკა ,,ბომონდის“ კოვიდცენტრში კორონავირუსისგან 7 ჩვილი გამოჯანმრთელდა. ჩვილებიდან ყველაზე პატარა 14 დღის,  ყველაზე დიდი კი ერთი თვისაა.

ჩვილების ნაწილი კლინიკაში სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებიდან, ნაწილი კი საცხოვრებელი სახლებიდან გადაიყვანეს. მათი დაინფიცირება დედასთან კონტაქტს უკავშირდება.

ამ დროისთვის, კოვიდცენტრში 7 ინფიცირებული ჩვილი რჩება. მათგან ყველაზე პატარა 14 დღის, ხოლო ყველაზე დიდი ერთი თვის არის. მათი ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები