ხაბუმეში, ცქვიტიშვილების უბანში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

პანდემიის მიუხედავად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად გრძელდება.
ამჯერად, მიმდინარეობს სოფელ ხაბუმეში, ცქვიტიშვილების უბანში 3-კილომეტრიანი საავტომობილო გზის მეორე ფენის დაგება.
სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტის ბიუჯეტი 777 000 ლარს შეადგენს.
სამუშაოების მიმდინარეობას მუნიციპალიტეტის მერი – დათო გოგუა, მერის პირველი მოადგილე – გოჩა ჩიქოვანი და საკრებულოს თავმჯდომარე – კობა ჯიქია გაეცნენ.
ცქვიტიშვილების უბანში ასფალტირებული გზა არასდროს ყოფილა.
პროექტის დასრულების შემდეგ, მოსახლეობა კეთილმოწყობილი საგზაო ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.
მიმდინარე წელს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში 40 კილომეტრზე მოეწყო ასფალტო-ბეტონის საფარი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები