გიორგი ვაშაძე: ჩვენი მიზანი ქუჩაში დგომა არ არის, ჩვენი მიზანია, რომ შევთანხმდეთ სწორ პროცესზე

“ჩვენი მიზანი ქუჩაში დგომა არ არის. ჩვენი მიზანია, რომ შევთანხმდეთ სწორ პროცესზე, რომელიც დაიცავს თითოეული მოქალაქის ინტერესს”, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ამ ღრმა კრიზისიდან გამოსავალი არის ,,ქართული ოცნების” მხრიდან რეალობის ახლებურად შეხედვა.

„იმედი მაქვს, რომ ამ ახალ რეალობას ისინიც დაინახავენ. ჩვენი მიზანი ქუჩაში დგომა არ არის. ჩვენი მიზანია, რომ შევთანხმდეთ სწორ პროცესზე, რომელიც დაიცავს თითოეული მოქალაქის ინტერესს“, – განაცხადა ვაშაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები