ნინო თანდილაშვილმა და აშშ-ის კომერციის დეპარტამენტის მდივნის მოადგილის თანაშემწემ, დავიდ დე ფალკომ ონლაინშეხვდა გამართეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა და აშშ-ის კომერციის დეპარტამენტის მდივნის მოადგილის თანაშემწემ, დავიდ დე ფალკომ ონლაინ შეხვდა გამართეს.
შეხვედრაზე საქართველოს სოფლის მეურნეობის სტრატეგია, ამერიკული ტექნოლოგიების დანერგვა სოფლის მეურნეობის სექტორში და კომერციის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული SABIT-ის პროგრამა (კერძო სექტორის წარმომადგენლებისათვის) განიხილეს.
ონლაინშეხვედრაზე აშშ-ის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს, ფინანსურ დახმარებას გაუწევენ სოფლის მეურნეობის მიმართულებით პროექტების განხორციელებაში.
„შეხვედრაზე განვიხილეთ სოფლის მეურნეობის მიმართულებით სამომავლოდ განსახორციელებელი პროექტები. აშშ-ის მხარემ მზადყოფნა გამოთქვა, რომ საქართველოს დაეხმარება პანდემიის პერიოდში სოფლის მეურნეობის დარგში არსებული გამოწვევების დაძლევასა და ფერმერების მხარდამჭერი პროექტების განხორციელებაში. შესაბამისად, განვსაზღვრავთ იმ მიმართულებებს, სადაც ფინანსურ მხარდაჭერას მივიღებთ სტრატეგიული პარტნიორისგან“, – განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.
ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.