გიორგი ვაშაძე: ჩვენი მთავარი ამოცანა არის მოლაპარაკების ფორმატის შენარჩუნება და ქვეყნის გამოყვანა ამ უმძიმესი ჩიხური სიტუაციიდან
“ჩვენი მთავარი ამოცანა არის მოლაპარაკების ფორმატის შენარჩუნება და ქვეყნის გამოყვანა ამ უმძიმესი ჩიხური სიტუაციიდან”, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომაზე, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს, ხვალინდელ გეგმასთან დაკავშირებით იმსჯელებენ.
„ზუსტად ამაზე ვიმსჯელებთ დღეს და საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებთ, ორივე პოზიციას აქვს თავისი არგუმენტები და ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ პოლიტსაბჭოს ფორმატში ყველა დავსხდებით და მივიღებთ გადაწყვეტილებას ამ სიტუაციიდან გამომდინარე. რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა არის მოლაპარაკების ფორმატის შენარჩუნება და ქვეყნის გამოყვანა ამ უმძიმესი ჩიხური სიტუაციიდან, რაშიც „ქართულ ოცნებას“ უფრო და უფრო მძიმედ შეყავს. გუშინდელი მათი ქმედებები სწორედ ამას მიუთითებდა, რომ, ფაქტობრივად, უფრო დაამძიმა ვითარება და ამას უნდა ჰქონდეს ჩვენი მხრიდან შესაბამისი პასუხი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია შეთანხმება, მოლაპარაკებები, რათა ქვეყანა ამ მძიმე კრიზისიდან გამოვიყვანოთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
აღნიშნულ შეხვედრაზე უნდა გადაწყდეს, იტყვის თუ არა პარტია მიღებულ მანდატებზე უარს.