გიგა ბოკერია: მზად ვიქნებით, გავაგრძელოთ მოლაპარაკებები, უბრალოდ, მანამდე გაფორმდება გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ რატომ არ ვაძლევთ ამ პარლამენტს ლეგიტიმაციას

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხანში გახდება ცნობილი.

როგორც ბოკერიამ „ქრონიკასთან“ განაცხადა, მოლაპარაკებამდე გაფორმდება გადაწყვეტილება იმის შესახებ, რატომ არ აძლევს ოპოზიცია ამ პარლამენტს ლეგიტიმაციას.

„როდის შედგება შემდეგი რაუნდი, გაირკვევა ცოტა ხანში. არაფერი განსაკუთრებული არ არის ამაში. კობახიძის განაცხადი არის სურვილის მანიშნებელი, რომ მოლაპარაკება და ჩიხიდან გამოსვლა კი არ გინდა, არამედ ნერვებმა გიმტყუნა და უბრალოდ იმუქრები.

ჩვენ მზად ვიქნებით, გავაგრძელოთ მოლაპარაკებები, უბრალოდ, მანამდე გაფორმდება გადაწყვეტილება იმის შესახებ, რატომ არ ვაძლევთ ამ პარლამენტს ლეგიტიმაციას“, – აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

„ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი დღეს აღარ გაიმართება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები