დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან 76% სიმპტომიანი პაციენტია.
მისივე თქმით, 24 საათში ჩატარებულია 19 636 ტესტი, საიდანაც ანტიგენის 11 718 ტესტია, ხოლო 7918 – პისიარი.
“დადებითობის მაჩვენებელი საშუალოდ არის 10.7%. 24 საათში ჩატარებულია 19 636 ტესტი, საიდანაც ანტიგენის 11 718 ტესტია, ხოლო 7918 პისიარი. რაც შეეხება ბოლო ორი კვირის მონაცემებს, ცოტა ტენდენცია დადებითობის მაჩვენებლის კლებისკენ მოდის. 33-34% გვქონდა და ახლა გვაქვს 28.9 %. თბილისში გვაქვს ყველაზე მეტი შემთხვევები, შემდეგ გადმოინაცვლა მყარად იმერეთმა, ზრდა გვაქვს ქვემო ქართლში, აჭარაში ქვემოთ მოდის ახალი შემთხვევების ოდენობა. დღეს უფრო სწრაფად ხდება ინფიცირებულთა იდენტიფიცირება. ანტიგენზე დაფუძნებული ტესტით იდენტიფიცირებულია 81%.კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან 76% სიმპტომიანი პაციენტია. სიმპტომებიან პაციენტებზე სწრაფი ტესტისა და პისიარის დამთხვევა მაღალია. იმავე დღეს გამოვლენა და ამ ადამიანების სწრაფი იზოლირება არის კარგი წინაპირობა, რომ მოხდეს ინფექციის გავრცელების პრევენცია”, – განაცხადა გამყრელიძემ.