გიორგი ვაშაძე: ხვალ, 11 საათზე, სავარაუდოდ, იქნება შეხვედრა დიპკორპუსის მედიაციით, სადაც იმედი მაქვს, რომ რაღაც საკითხებზე შეთანხმება შედგება
“სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, სანამ შეთანხმება არ შედგება, “სტრატეგია აღმაშენებელი” პარლამენტში შესვლას არ აპირებს.
გიორგი ვაშაძის თქმით, ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რათა მოლაპარაკებების პროცესი არ ჩაიშალოს.
“ხვალ, 11 საათზე, სავარაუდოდ, იქნება შეხვედრა დიპლომატიური კორპუსის მედიაციით, სადაც იმედი მაქვს, რომ რაღაც საკითხებზე შეთანხმება შედგება. საერთო ოპოზიციურ პოზიციებზე უნდა შევაჯეროთ ჩვენი პოზიციები ყველა საკითხთან დაკავშირებით – ამაზე ვიმსჯელებთ. სანამ შეთანხმება არ შედგება, ჩვენ პარლამენტში შესვლას არ ვაპირებთ, პირდაპირ გეუბნებით. ჩვენ – “სტრატეგია აღმაშენებელი” მომხრე ვართ შეთანხმების, მომხრე ვართ შეთანხმებაში მონაწილეობის და არ ვართ მომხრე შეთანხმებების ჩაშლის. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მოლაპარაკება არ ჩაიშალოს. არ ვაპირებ არავის განრიგზე აწყობას – ყველამ კარგად გაიგოს. მე ჩემი მოსაზრება მაქვს და ჩემს მოსაზრებას გავუმხელ ჩემს თანაპარტიელებს და ისე ვიმოქმედებ,” – აცხადებს გიორგი ვაშაძე.
მისივე თქმით, აუცილებელია ქართულ პოლიტიკაში იმ ძალების კონსოლიდაცია, რომელიც არც ,,ქართულ ოცნებას” და არც ,,ნაციონალურ მოძრაობას” არ მიეკუთვნებიან.