აშშ-ში ის ქვეყნები დაასახელეს, საიდანაც სამხედრო საფრთხეა მოსალოდნელი
აშშ-ის არმია კოსმოსსა და კიბერსივრცეში თავდაცვითი და შემტევი ქმედებისთვის უნდა იყოს მზად, განსაკუთრებით, რუსეთისა და ჩინეთის მიმართ. სწორედ ეს ქვეყნები ამ სფეროში სამხედრო პოტენციალს აქტიურად ავითარებენ.
ამის შესახებ აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების გაერთიანებული კომიტეტების ხელმძღვანელმა, მარკ მილიმ განაცხადა, – წერს Wall Street Journal-ი.
მისი თქმით, ჩინეთი სამხედრო სიძლიერეს მაღალი ტემპებით ავითარებს და 15 წელიწადში საკუთარ პოტენციალს ამერიკულს გაუთანაბრებს. შეიარაღებული კონფლიქტის დროს ჩინეთს აშშ-ის დამარცხებაც კი შეეძლება.
მილის თქმით, ეს შეერთებული შტატების უსაფრთხოებისთვის სერიოზული გამოწვევაა ახლა და მომავალშიც.
“ჩინეთისა და რუსეთის ამბიციებისგან დასაცავად აშშ-მა უნდა გაზარდონ ეკონომიკური და სამხედრო სიძლიერე, რომ დიდ სახელმწიფოებს შორის კონკურენცია ნამდვილ ომში არ გადაიზარდოს”, – თქვა მან