საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის ინსტიტუციური მრჩეველი დააჯილდოვა
“ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის სამინისტროში აშშ-ის ინსტიტუციური მრჩეველი, დენიელ ჯუდი მედლით „ღირსეული პარტნიორი” დააჯილდოვა და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა”, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, აშშ-ის მრჩეველმა უწყებრივი ჯილდო საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის წარმატებით განხორციელებაში, თავდაცვის სამინისტროს ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარებასა და აშშ-საქართველოს შორის სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავების პროცესში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მიიღო.
უწყების ინფორმაციით, დენიელ ჯუდი საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მრჩევლად 2018 წლის აპრილიდან 2020 წლის დეკემბრამდე იყო მოვლენილი. მას ამ პოზიციაზე რობერტ ჰამილტონი ჩაანაცვლებს.