COVID 19 – მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება

აშშ-ში ექიმები ფიქრობენ, რომ საავადმყოფოები უნდა გადავიდნენ ე.წ. კრიზისულ რეჟიმზე, რადგან მადლიერების დღის შემდეგ განსაკუთრებით გაიზარდა ინფიცირებულთა რაოდენობა, რომელთა დიდი ნაწილი საჭიროებს ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში მკურნალობას, – ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

მათივე ინფორმაციით, კრიზისული რეჟიმი გულისხმობს მეტი ყურადღების დათმობას იმ პაციენტებისთვის, რომელთაც მეტი შანსი აქვთ გადარჩენის.
კოვიდ 19-ის მსოფლიო სტატისტიკაზე საუბრისას, უცხოური მედია ყურადღებას ამახვილებს, აშშ-ში, ესპანეთში, იტალიასა და შვეიცარიაში არსებულ ვითარებაზე.

„კალიფორნიაში მოსახლეობის ¾, პანდემიის სწრაფი გავრცელების გამო, მკაცრ რეგულაციებს ექვემდებარება და ძალაშია მოწოდება „დარჩი სახლში“. დაიკეტა ბარ-რესტორნები, პარკები და სანაპირო ზოლები.
2020 წელს, ესპანეთს ესტუმრა 63 მილიონი ტურისტით ნაკლები, ვიდრე გასულ წელს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ესპანეთის მშპ-ს 12%-ზე მეტს შეადგენს ტურისტებისგან შემოსული თანხები – აღნიშნული ციფრების შესაბამისად, 2020 წელს ესპანეთის ეკონომიკამ 70 მილიარდი ევრო დაკარგა.
ესპანეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლის განცხადებით, ევროპის დაავადებათა პრევენციის სამსახურმა გააკეთა შესაბამისი გაფრთხილება, რომ 2021 წლის იანვარში მოსალოდნელია პანდემიის მესამე ტალღა, შობის პერიოდში გაზრდილი მობილობის გამო. მისივე განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინის მიმართულებით დამაიმედებელი სიახლეებია, ზამთრის რთული თვეები ჯერ კიდევ წინ
შვეიცარიასა და იტალიას შორის სარკინიგზო მიმოსვლა 10 დეკემბრიდან შეიზღუდება. ამის მიზეზად, შვეიცარული სარკინიგზო კომპანიის მიერ, კორონავირუსის გამოსავლენად საჭირო პროცედურებისათვის საჭირო შესაძლებლობების არ არსებობა დასახელდა. შემოწმებები სავალდებულო იტალიის მხარემ გახადა“, – წერს უცხოური მედია.
ასევე საუბარია გერმანიაში არსებულ ეპიდვითარებაზე და ხაზგასმულია, რომ დღესდღეობით, გერმანიაში, ბავარია არის ეპიდემიისგან ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული რეგიონი, სადაც მოქმედებს უფრო მკაცრი შეზღუდვები, ვიდრე სხვა რეგიონებში.

„მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ გარეთ გავიდნენ მხოლოდ სასურსათო მარაგების შესავსებად. ბავარიაში, დღეისთვის მოქმედებს კომენდანტის საათი (9-დან 5-მდე) და არ იგეგმება საშობაოდ ამ რეგულაციის მოხსნა/შემსუბუქება.
ბელგიელი ეპიდემიოლოგების აზრით, საშობაო დღესასწაულის დროს მობილობა იქნება მაღალი, სტუდენტები სახლებში დაბრუნდებიან, მოეწყობა შეკრებები და ადამიანები არ დაიცავენ რეგულაციებს, რაც დიდი ალბათობით, გააუარსებს ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას. მათივე თქმით განსაკუთრებით მაღალი იქნება მოგზაურების რაოდენობა ევროპიდან, სადაც, მიუხედავად იმისა, რომ შეინიშნება კლების ტენდენცია, ვირუსის გავრცელება კვლავ მაღალ ნიშნულზეა.
უელსის მთავრობა „ლოქდაუნის“ ხელახლა გამოცხადების შესაძლებლობას არ გამორიცხავს. ამჟამად, ქვეყნის მასშტაბით, საავადმყოფოებში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების რაოდენობა აპრილში არსებული პიკის დროს, საავადმყოფოებში არსებულ პაციენტთა რაოდენობას 400-ით აღემატება; ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, არსებული ვითარება უკიდურესად სერიოზულია და ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვის საშიშროება არსებობს.
უკანასკნელ პერიოდში, საფრანგეთში, შეინიშნებოდა კოვიდის მაჩვენებლის შემცირება, თუმცა, ბოლო დღეებში ეს დაღმასვლა შეჩერდა და იმატა იმ კოვიდ ინფიცირებულების რაოდენობამ, რომლებიც საჭიროებენ ჰოსპიტალიზაციას. როგორც ცნობილია, მთავრობაში მიმდინარეობს განხილვა შეზღუდვების შემსუბუქების გადავადების შესახებ.
8 დეკემბერს, აზერბაიჯანში მოქმედი საკარანტინო რეგულაციები 2021 წლის 31 იანვრამდე გახანგრძლივდა. ბოლო 3-4 კვირის განმავლობაში, აზერბაიჯანში გაუარესებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, ქვეყნაში მკაცრი შეზღუდვები დაწესდა, რომელიც ძალაში 14 დეკემბრიდან შევა და 2021 წლის 18 იანვრამდე იმოქმედებს. კერძოდ, ბაქოში, სუმგაითში, განჯაში, მინგეჩაურსა და სხვა დიდ ქალაქებში, ასევე რამდენიმე რაიონში შესვლა, ისევე როგორც ამ ადმინისტრაციული ერთეულებიდან გამოსვლა შეიზღუდება. გამონაკლისი მხოლოდ სპეცდანიშნულების საშუალებებსა და სატვირთო მანქანებზე გავრცელდება; ასევე, 14 დეკემბრიდან 2021 წლის 18 იანვრამდე პერიოდში, მომსახურების სფეროს საქმიანობის თითქმის სრული შეჩერება მოხდება. კერძოდ, კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისზე იმუშავებენ. ყველა მაღაზია გარდა სასურსათო მაღაზიების, ბაზრებისა და აფთიაქების ასევე შეწყვეტს ფუნქციონირებას.
ლატვიაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები ზრდას განაგრძობს. ლატვიაში, გასული კვირის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა, წინა კვირასთან შედარებით, 12%-ით გაიზარდა.
8 დეკემბერს, რუსეთში COVID-19-ით ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა 26 097 შემთხვევა შეადგინა. ვირუსით კი 562 პაციენტი გარდაიცვალა;
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინაში ინფიცირების 10 811 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსისგან გარდაიცვალა 195 პაციენტი.
7 დეკემბერს, თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების 32 137 და გარდაცვალების 203 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ეპიდემიის დაწყებიდან გარდაცვალების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია“, – წერს უცხოური მედია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები