ირაკლი კობახიძე: როგორც კი დეტალების გასაჯაროება მოხდება, მაშინვე საფრთხე შეექმნება მოლაპარაკებებს და მის წარმატებით დასრულებას

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციას არანაირი საფუძველი არ აქვს, რომ რიგგარეშე არჩევნები მოითხოვოს. ამის შესახებ მან ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკების მეოთხე რაუნდის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია ვერცერთი პუნქტით ვერ ამტკიცებს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში სისტემური ტიპის ხარვეზი იყო.

„რა თქმა უნდა, ხარვეზები იყო, იყო ლოკალური ხარვეზები, დღეს, ამასთან დაკავშირებით გვქონდა მსჯელობა. ვერცერთ პუნქტში ვერ ამტკიცებენ ისინი იმას, რომ რაიმე სისტემური ხარვეზი იყო და 48% არ არის 48%. შესაბამისად, ამაზე შეგვიძლია მსჯელობის გაგრძელება, მაგრამ საფუძველი ოპოზიციას იმისთვის, რომ მოითხოვოს რიგგარეშე არჩევნები არ აქვს “,-განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები