ნიკა მელია -გიორგი ვაშაძისა და ელისაშვილის პარალამეტში შესვლა ვერ წარმომიდგენია, მე არ ვიცნობ ქართულ პოლიტიკაში კამიკაძეს

„თუკი მაინც, ჰიპოტეტურად ვინმე შევიდა პარლამენტში, ის ვერ იქნება დეპუტატი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ ოპოზიციისა და ევროკავშირის ელჩებთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

მელიამ გიორგი ვაშაძისა და ალეკო ელისაშვილის პარალამენტში შესაძლო შესვლასთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ მას ეს ვერ წარმოუდგენია.
„თუკი მაინც, ჰიპოტეტურად ვინმე შევიდა პარლამენტში, ის ვერ იქნება დეპუტატი. შეიძლება მმართველ გუნდს აქვს ვინმესთან საუბარი, ამაზე თავს ვერ დავდებ. ალბათ, ვინმეს აქვს ცდუნება, რომ შევიდეს პარლამენტში, მაგრამ მორალური პასუხისმგებლობა აწუხებთ. მე 60 ადამიანის სახელით ვერ გეტყვით, კლასის დამრიგებელი ხომ არ ვარ? გიორგი ვაშაძისა და ალეკო ელისაშვილის პარალამენტში შესვლა ვერ წარმომიდგენია, მე არ ვიცნობ ქართულ პოლიტიკაში კამიკაძეს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები