რუმინეთის პრემიერმა, საპარლამენტო არჩევნებში მარცხის შემდეგ, თანამდებობა დატოვა

რუმინეთის პრემიერმინისტრმა, ლუდოვიკო ორბანმა თანამდებობა დატოვა. ამის მიზეზი გახდა 6 დეკემბერს ქვეყანაში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები, რომლის შედეგად მისმა პარტიამ მხოლოდ მეორე ადგილი მოიპოვა.

ქვეყნის პრემიერმინისტრის მოვალეობებს დროებით ორბანის მთავრობის თავდაცვის მინისტრი, ნიკოლაე ჩუკა შეასრულებს.

ადგილობრივი მედია წერს, რომ რუმინეთის მომდევნო, სავარაუდო პრემიერი გახდება  შიდა უსაფრთხოების სამსახურის ამჟამინდელი ხელმძღვანელი, ედუარდ ხელვიგი.

​რუმინეთში 6 დეკემბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე გამარჯვება ოპოზიციურმა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ (PSD) მოიპოვა.

წინასწარი მონაცემით, პარტიამ სენატში მოსახვედრი 30,2%, ხოლო თემთა პალატაში 29,8% მოიპოვა.

ლუდოვიკო ორბანის პარტიამ, კონსერვატიულმა ეროვნულ-ლიბერალურმა პარტიამ (PNL), ხმების 25,5% და 25,11% მიიღო.

ასევე, მმართველი გუნდის სავარაუდო მოკავშირე მემარჯვენე ცენტრისტულმა ალიანსმა USR-PLUS, 15% და 14,5% მოიპოვა.

რუმინეთში 5%-იანი ბარიერი კიდევ ორმა პარტიამ გადალახა – ულტრანაციონალურმა ალიანსმა რუმინეთის ერთობისთვის 8,8% 8,7%),რომელიც საკანონმდებლო ორგანოში პირველად მოხვდება; ასევე რუმინეთში უნგრელების დემოკრატიულმა ალიანსმა 6,2% და 6%.

ადგილობრივი მედია აღნიშნავს, რომ სოციალ-დემოკრატები, სავარაუდოდ, მთავრობის ფორმირებას ვერ შეძლებენ, რადგან მმართველ პარტიას მეტი მოკავშირე ჰყავს.

არჩევნებზე დასწრება რეკორდულად დაბალი იყო. ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო მოსახლეობის მხოლოდ 33%-მა აირჩია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები