ბრიტანეთი დასავლეთში პირველი ქვეყანაა, რომელიც მოსახლეობას კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის. პროცესი დღეს იწყება.
თავდაპირველი ვაქცინაციის პროგრამა მიმართულია ყველა მოწყვლად ჯგუფებზე, როგორებიც არიან 80 წელს ზემოთ პირები, ხანდაზმულთა სახლების მობინადრეებსა და მათ პერსონალზე, ასევე, მედიცინის მუშაკებზე.
ქვეყანაში 70-მდე სამედიცინო ცენტრი ემზადება Pfizer/BioNTech-ის ვაქცინით აცრისთვის.
როგორც ქვეყნის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, ვაქცინაციის დაწყების დღე იქნება” კორონავირუსთან ბრძოლაში წინ გადადგმული უდიდესი ნაბიჯი”.
თუმცა, მისივე თქმით, სანამ პროგრამა სრულფასოვნად ამუშავდება, აუცილებელია ზამთრის პერიოდში ყველა რეკომენდაციის დაცვა.
ბრიტანეთმა Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის 40 მილიონი დოზა შეიძინა, რაც 20 მილიონი ადამიანისთვის არის საკმარისი. პრეპარატის დიდი ნაწილი უკვე მომდევნო წელს იქნება ხელმისაწვდომი.
ადამიანებს 2 ნემსს 21 დღის შუალედით გაუკეთებენ.