გიორგი ვაშაძე: არის საკითხები, რაზეც ვერ ვთანხმდებით, თუმცა, ვაგრძელებთ ამ სამუშაოებს

“არის საკითხები, რაზეც ვერ ვთანხმდებით, თუმცა, ვაგრძელებთ ამ სამუშაოებს”, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ მოლაპარაკებების მესამე ტურის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, კვლავ არის მნიშვნელოვანი სხვაობა ოპოზიციასა და ხელისუფლების პოზიციას შორის.

“ნამდვილად პოზიტიური და საქმიანი იყო დღევანდელი შეხვედრა. ჩვენ გავიარეთ აბსოლუტურად ყველა საკითხი. არის საკითხები, სადაც ხდება საკითხების დაახლოება, მაგრამ ძირითად საკითხებთან დაკავშირებით კვლავ არის მნიშვნელოვანი სხვაობა ჩვენსა და ხელისუფლების პოზიციას შორის.

დღევანდელი დისკუსიის შემდეგ გვექნება შიდა განხილვები. საუბარია რიგგარეშე არჩევნებზე, პატიმრების საკითხებზე და ა.შ. ყველა თანხმდება, რომ ფუნდამენტურად შესაცვლელია საარჩევნო გარემო ქვეყანაში და არის საკითხები, რომლებზეც გაგრძელდება მსჯელობა, არის საკითხები – რაზეც ვერ ვთანხმდებით, მაგალითად, რიგგარეშე არჩევნები ეს არის პატიმრების საკითხი. თუმცა, შევთანხმდით, რომ ვაგრძელებთ ამ სამუშაოებს“, – განაცხადა ვაშაძემ.

ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი დღეს გაიმართა. მხარეები ამ მიზნით ამერიკის ელჩის რეზიდენციაში იმყოფებოდნენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები