„დამატებითი ინექცია იმუნიტეტს კიდევ უფრო აძლიერებს, თუმცა, ერთიანი აზრი ამ საკითხზე ჯერ არ არის“ – ამირან გამყრელიძე – კორონავირუსის შემდგომ აცრებზე
„საჭიროებენ თუ არა კორონავირუსგადატანილი პაციენტები სამომავლოდ აცრას, ამ თემაზე მყარი პასუხი ჯანმო-ს არ აქვს. ჯერჯერობით ეს საკითხი გადაწყვეტილი არ არის”, – ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
გამყრელიძის თქმით, კორონავირუსის შემდეგ დამატებითი ინექციის გაკეთება ჯანმრთელობას არ ვნებს.
„საჭიროებენ თუ არა კორონავირუსგადატანილი პაციენტები სამომავლოდ აცრას, ამ თემაზე მყარი პასუხი ჯანმო-ს არ აქვს. ჯერჯერობით, ეს საკითხი გადაწყვეტილი არ არის. არის ხალხი, ვინც ამ მიდგომას ემხრობა, რადგან რთულია, განსაზღვრო, ვინ როგორ გადაიტანა კორონავირუსი, შეიძლება – იყოს უსიმპტომოდაც და ამიტომ, ფიქრობენ, რომ დამატებითი „ბუსტერის“ დოზა არაფერს დაგიშავებს.
შარშან, ჩვენ როცა წითელას მასობრივი კამპანიები გვქონდა, ვაკეთებდით აცრებს. ადამიანებს ლაბორატორიულ დადასტურებას არ ვთხოვდით, თუ ვის ჰქონდა წითელა გადატანილი, ამიტომ, დამატებითი ინექცია იმუნიტეტს კიდევ უფრო აძლიერებს, თუმცა, ერთიანი აზრი ამ საკითხზე ჯერ არ არის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.