გიორგი ვაშაძე: ვიკამათეთ სტრატეგიაზე, ვიკამათეთ საკითხებზე, მთავარია, შეხვედრიდან შეთანხმებული პოზიციით გამოვედით

“ვიკამათეთ სტრატეგიაზე, ვიკამათეთ საკითხებზე, მთავარია, შეხვედრიდან შეთანხმებული პოზიციით გამოვედით”, – ამის შესახებ სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

როგორც  ვაშაძემ აღნიშნა, დღეს ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ძალიან სერიოზული და კარგი სამუშაო შეხვედრა შედგა.

„დღევანდელ შეხვედრაზე ოპოზიციამ ერთიანობა შევინარჩუნეთ და საერთო პოზიციაზე ვდგავართ. იყო ძალიან ბევრი საკითხი განხილული, დეტალებში ვერ შევალ. დღეს, დღის ბოლომდე ჩამოყალიბდება ეს საკითხები და ჩვენი მოლოდინია, რომ შევხვდებით დიპლომატიურ კორპუსს, ალბათ, ხვალ და ამ განახლებულ პოზიციებს აუცილებლად ვამცნობთ. ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ, ოპოზიციამ ვაჩვენოთ, რომ მზად ვართ, ადეკვატურად შევაფასოთ ქვეყანაში არსებული უმძიმესი ვითარება. გარკვეული ინფორმაციები, რაც იყო დიპლომატების მიერ მოწოდებული, იმაზე დაყრდნობით, რაღაც ახალ კონსტრუქციებს ვაკეთებთ. რა მივამატეთ მოთხოვნებს და რა ფორმაცია აქვს, ამ ყველაფერზე საბოლოო დოკუმენტი რომ შეჯერდება, შემდეგ გვაქვს უფლება, ვისაუბროთ. ვიდრე შეთანხმება არ შედგება, არავინ არც კი განიხილავს პარლამენტში შესვლას.

ვიკამათეთ სტრატეგიაზე, ვიკამათეთ საკითხებზე, რა უფრო მნიშვნელოვანია, როგორი უფრო მნიშვნელოვანია. პირველად საქართველო ეღირსა იმას, რომ არსებობს სხვადასხვა პოლიტიკური პარტია, რომელსაც ჰყავს თავის მხარდამჭერები. მთავარია, შეხვედრიდან შეთანხმებული პოზიციით გამოვედით. ამ შეჯერებული პოზიციით, როგორც კი ჩვენ დიპლომატებთან გვექნება შეხვედრა, ამის შემდეგ საჯარო გახდება ჩვენი პოზიცია“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები