ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში“ კორონავირუსისგან 50 დღის ჩვილი გამოჯანმრთელდა

ქუთაისში, კლინიკა „ბომონდის“ კოვიდცენტრის პედიატრიულ განყოფილებაში კორონავირუსისგან 50 დღის ჩვილი გამოჯანმრთელდა.

კლინიკა „ბომონდის“ პედიატრიული სამსახურის ხელმძღვანლის, ედიშერ ასათიანის თქმით, ჩვილი თავიდან ინტერვენციული მედიცინის ცენტრში რესპირატორული ჩივილებით – სისუსტითა და ტემპერატურით მიიყვანეს, კორონავირუსის დადასტურების შემდეგ კი სამკურნალოდ კლინიკის კოვიდცენტრში გადმოიყვანეს.

ამ დროისთვის პედიატრიულ განყოფილებაში მკურნალობის კურსს 13 ბავშვი გადის. კლინიკაში ამ დროისთვის 125 კოვიდდადებითი პაციენტია მოთავსებული.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები