პეტრე კოლხი: ჩემს შვილს მარიამს და პატარა ზუს ვირუსი დაუდასტურდათ, სასწრაფომ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც სათანადო პირობა არ არის

ჩემს შვილს მარიამს და პატარა ზუს ვირუსი დაუდასტურდათ სასწრაფომ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც სათანადო პირობა არ არის,და პრაქტიკულად სავარძელში უნდა მოთავსდეს მარიამი. ზუ მის გარეშე ცალკე ვერ წვება,ორნი კი ერთ პატარა სავარძელში ვერაფრით დაეტევიან – ამის შესახებ პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში წერს.

კოლხი “ფეისბუქ” მომხმარებლებისგან რჩევენს ელის.

“იქნებ დაგვაკვალიანოთ, იქნებ დაგვეხმაროთ, ან საავადმყოფო გვირჩიოთ, ან კოვიდ-სასტუმრო, სადაც დედა-შვილს მიიღებენ და საწოლის პრობლემას მაინც მოაგვარებენ!..
მადლიერი დაგრჩებით”, – წერს პეტრე კოლხი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები