„ეკონომიკა პანდემიის მძეველია, ის იმის გამო კი არ იკეტება, რომ მთავრობას უხარია, ან უნდა“ – გიორგი ცუცქირიძე

საფინანსო საკითხების ექსპერტი, პროფესორი გიორგი ცუცქირიძე აცხადებს, რომ დღეს ეკონომიკა კოვიდპანდემიის მძეველია.
აღნიშნულთან დაკავშირებით ცუცქირიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„პირდაპირ ვთქვათ, დღეს არაორდინარული სიტუაციაა. ეს ნიშნავს, რომ ეკონომიკა პანდემიის მძეველია. ეკონომიკა იმის გამო კი არ იკეტება, რომ მთავრობას უხარია, ან უნდა. ეკონომიკა იკეტება იმ მოცემულობის გამო, რომ ვირუსული პანდემია უტევს მას. აქამდე იყო კრიტიკა: რატომ არ გახსნა მთავრობამ ეკონომიკაო? გახსნა ეკონომიკა, ფაქტობრივად, ჩვენ გვქონდა შვედური მოდელი. მივიღეთ შედეგი: ვირუსის გავრცელების პიკზე გავდივართ. ყოველდღიურად 4 000 -ია დაინფიცირების მაჩვენებლი , ხვალ შეიძლება, 5 000-6 000 გახდეს. ვირუსის შეტევა საბოლოო ჯამში, ისევ ბიზნესზე აისახება. თუ სამსახურში ხალხი ავადმყოფობის გამო ვერ ივლის, წარმოება ისედაც შემცირდება. ამიტომ, მთავრობა იძულებულია, ჩაკეტოს, აქ კი არა, ყველგან ასეა. იმიტომ, რომ შედეგს იმავეს მიიღებ, მაგრამ, აბა, ვნახოთ მორალური ეფექტი, ადამიანური ფაქტორი როგორი იქნება? 5 000 რომ გახდება დაინფიცირებულების რაოდენობა, ლეტალური შემთხვევებიც ხომ გაიზრდება?“, – განაცხადა ცუცქირიძემ.
მისივე თქმით, ეკონომიკის სწრაფი გაჯანსაღება პოლიტიკური სტაბილიზაციის პირობებშია შესაძლებელი.
აღსანიშნავია პოლიტიკური ფაქტორიც: დღეს ოპოზიცია არ შედის პარლამენტში. ბოიკოტის რეჟიმშია. ოპოზიცია თვლის, რომ ხელისუფელბამ არჩევნები გააყალბა. ჩვენ დავაკვირდეთ ერთ რამეს: ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, მათ შორისზ ელჩების დონეზე, მოუწოდებს ოპოზიციას, რომ შევიდნენ პარლამენტში.
მთავარია არ ჩამოიშალოს ეკონომიკა. ეკონომიკა რომ ჩამოიშალოს, ვერც ოპოზიცია მოვა ხელისუფლებაში, რომც მოვიდეს, ვერაფერს გააკეთებს. ამიტომ, ამოცანაა პოლიტიკური სტაბილიზაცია. ამ სტაბილიზაციის პირობებშია შესაძლებელი ეკონომიკის სწრაფი გაჯანსაღება“, – განაცხადა ცუცქირიძემ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები