კრწანისში დასასვენებლი სივრცეების მოწყობა გრძელდება

კრწანისში დასასვენებლი სივრცეების მოწყობა გრძელდება. ორთაჭალის ქუჩაზე მდებარე ახალ სკვერსა და ფონიჭალის დიდ რეკრეაციულ სივრცეში სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.
ახალი სივრცე ფონიჭალაში 12 000 კვ.მ-ზე მოეწყობა, სადაც განთავსდება: საკონცერტო კუთხე, ამფითეატრი, საბავშვო და დასასვენებელი ზონები ატრაქციონებით, სკეიტ პარკი, შინაური ცხოველების დასასვენებელი ზონები, ხე-მცენარეების ხეივნები, საველოსიპედო ბილიკი.
სკვერში შადრევანი, სამკითხველო ზონები და სავარჯიშო სივრცეც მოეწყობა. ტერიტორია შშმ პირთათვის ადაპტირდება და დამონტაჟდება პანდუსები. ასევე, განთავსდება ლამპიონები და სანათები მხატვრულ განათებასთან ერთად.
აღნიშნული ტერიტორია გამწვანდება და სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე დაირგვება.
კრწანისის რაიონში 2018 წლიდან დღემდე მოეწყო და რეაბილიტირდა 60-მდე სკვერი. ჯამურად, 6 ჰექტარზე ახალი რეკრეაციული სივრცეები განთავსდა.
ამ ეტაპზე, აღნიშნული ორი დიდი სკვერის გარდა, დასასვენებელი სივრცის მოწყობა სხვა მისამართებზეც მიმდინარეობს.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები