გიორგი ვაშაძე: ოპოზიციის მხრიდან ახალი არჩევნების დათმობის საკითხი არ განიხილება

„ყველა ალტერნატიული შეთანხმების შინაარსი, თუ რამე აქვს „ქართულ ოცნებას“ შესათავაზებელი, საჯაროდ უნდა განიხილოს, პირველ ყოვლისა, საზოგადოებისთვის და არა – პოლიტიკური პარტიებისთვის”, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის მხრიდან ახალი არჩევნების დათმობის საკითხი არ განიხილება.

„ყველა ალტერნატიული შეთანხმების შინაარსი, თუ რამე აქვს „ქართულ ოცნებას“ შესათავაზებელი, საჯაროდ უნდა განიხილოს, პირველ ყოვლისა, საზოგადოებისთვის და არა – პოლიტიკური პარტიებისთვის. ჯერჯერობით, ასეთი ალტერნატივები, დეტალიზებული არ მომისმენია. რა თქმა უნდა, ამ შეხვედრებზე, სხვადასხვა საკითხზე იყო საუბარი, არ დავმალავ. ოპოზიციის მხრიდან ახალი არჩევნების დათმობის საკითხი, ამ ეტაპზე, არ განიხილება. ქვეყანაში მძაფრი კრიზისია – ეკონომიკა, კორონა, დემოკრატიული, პოლიტიკური, სოციალური… ვფიქრობ, რომ ხელისუფლებას უნდა ეყოს პასუხისმგებლობა და გამბედაობა, რომ ამ ჩიხიდან გამოსავალი მოძებნოს“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები