ირაკლი სესიაშვილი: პოლიტიკური დიალოგის ყველაზე კარგი ადგილი არის პარლამენტი
“პოლიტიკური დიალოგის ყველაზე კარგი ადგილი არის პარლამენტი”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, ირაკლი სესიაშვილმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, შედეგზე ყველა მაქსიმალურად უნდა იყოს ორიენტირებული.
„პოლიტიკური დიალოგის ყველაზე კარგი ადგილი არის პარლამენტი. თუმცა, რა პროცესშიც დღეს ჩვენ ვიმყოფებით, ცხადია, უნდა ვიყოთ ორიენტირებული შედეგებზე და ეს შედეგები უნდა ემსახურებოდეს ხალხისა და ქვეყნის ინტერესებს. ეს არის აბსოლუტურად მისაღები პოლიტიკური პროცესი და ამაში ჩვენ მაქსიმალურად გამოვიყენებთ ჩვენს პოლიტიკურ შესაძლებლობებს“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.