ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურად გრძელდება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. ჭყონდიდელის ქუჩაზე მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი – გიორგი შენგელია, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი – ირაკლი ჩიქოვანი და მერის პირველი მოადგილე – გიგა ფარულავა გაეცნენ. მერის ინფორმაციით, ზუგდიდში წლის ბოლომდე, ჯამურად, 100-ზე მეტი კეთილმოწყობილი გზა იქნება, რომელიც ბოლო 2 წლის განმავლობაში გაკეთდა.
,,ზუგდიდში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას აქტიურად ვაგრძელებთ. წლის ბოლომდე დასრულდება ყველა ის სამუშაო, რომელიც დაწყებულია და, ჯამურად, გვექნება 100-ზე მეტი კეთილმოწყობილი გზა, რომელიც ბოლო 2 წლის განმავლობაში გაკეთდა”, – აღნიშნა გიორგი შენგელიამ.
საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება მიმდინარეობს ადმინისტრაციულ ერთეულებშიც. ჯიხაშკარის ადმინისტრაციულ ერთეულში რეაბილიტირდება სასაფლაომდე მისასვლელი გზა. შამგონაში ნაფატუს უბანში მისასვლელი გზა. ანაკლიაში, დგებუაძის ქუჩის საავტომობილო გზის მონაკვეთი. ნარაზენი-შამადელას დამაკავშირებელი საავტომობილო გზა. ხეცერაში, იონა მეუნარგიას ქუჩაზე საავტომობილო გზა. ალერტკარში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საზღვრამდე საავტომობილო გზა. ყულიშკარში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიამდე მისასვლელი გზა. საგზაო ინფრასტრუქტურა უკვე განახლდა ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე.