არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის მოქმედების ვადა 15 დეკემბრამდე გაგრძელდა
მოსავლის დაბინავების პროცესში ფერმერების მაქსიმალური ხელშეწყობის მიზნით, „არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამის მოქმედების ვადა 15 დეკემბრამდე გახანგრძლივდა. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს.
,,სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სოფლის განვითარების სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 0.10 ლარის ოდენობის სუბსიდიას გასცემს. სახელმწიფო სუბსიდიას იღებენ ხილის გადამმუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 0.22 ლარად შეისყიდიან.
დღეის მდგომარეობით, არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უკვე ჩაბარებულია 47 ათას ტონაზე მეტი ვაშლი. შედეგად, ფერმერებმა 10 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს. არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამაში 14 კომპანიაა ჩართული”, – ნათქვამია ინფორმაციაში.