ნათია თურნავა: კორონავირუსის მართვაში სასტუმროების ჩართვა ძალიან მნიშვნელოვანი მიგნება იყო

“კორონავირუსის მართვაში სასტუმროების ჩართვა ძალიან მნიშვნელოვანი მიგნება იყო”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს ნაბიჯი საქართველოში ერთ სახლში რამდენიმე თაობის ერთად ცხოვრებით იყო განპირობებული.

„ჩვენ გავითვალისწინეთ, რომ საქართველოში ბევრი ოჯახი მჭიდროდ ცხოვრობს, ანუ რამდენიმე თაობა ერთად არის. აქედან გამომდინარე, ყველას არ აქვს საშუალება, რომ იზოლირებულად ამყოფოს სახლში ოჯახის დაავადებული  წევრი. აქედან გამომდინარე, შევთავაზეთ კოვიდსასტუმროები მოსახლეობას და ახლა სულ უფრო მეტი დატვირთვით სარგებლობს. მინდა, გითხრათ, რომ საკმარისი გვაქვს საწოლფონდი კოვიდსასტუმროებში, დატვირთვაც მატულობს იმიტომ, რომ ადამიანებმაც უკვე გაიაზრეს,  შედარებით მსუბუქი შემთხვევები ჯობს, კოვიდსასტუმროში იმართოს, სადაც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან, ჟანგბადის კონცენტრატორებით ამარაგებს ჯანდაცვის სამინისტრო და, აქედან გამომდინარე, ჩვენ ვფიქრობთ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიგნება იყო“, – განაცხადა თურნავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები