რუსთავში გარემოვაჭრეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს
რუსთავში გარემოვაჭრეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს. ისინი საქმიანობის გაგრძელების უფლებას ითხოვენ.
გარემოვაჭრეებსა და რუსთავის მერს, ირაკლი ტაბაღუას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ მათი შემოსავლის ერთადერთი წყარო გარევაჭრობაა, რისი უფლებაც პანდემიის გამო აღარ ეძლევათ. ისინი პერმანენტული აქციების ჩატარებას აპირებენ.
რუსთავის მერიის განცხადებით, ქვეყანაში დაწესებული წერტილოვანი შეზღუდვების გამო, გარევაჭრობა აკრძალულია და ისინი ამგვარი ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში პირებს დააჯარიმებენ.