მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 63 მილიონს უახლოვდება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ბოლო ერთ დღეში მსოფლიოში კორონავირუსის 564 813 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, წინა დღით ეს მაჩვენებელი 747 082 ნიშნულზე იყო.

ჯონს ჰოპკინსის ინსტიტუტის სტატისტიკის მიხედვით, 30 ნოემბრის მდგომარეობით, მსოფლიოში კოვიდ19-ის – 62 730 726 დადასტურებული შემთხვევაა. ვირუსს სულ 1 459 317 ადამიანი შეეწირა, 40 127 625 კი გამოჯანმრთელდა.

ინფიცირების მაჩვენებლით ანტილიდერთა ხუთეულს წარმოადგენენ: აშშ -13 383 320; ინდოეთი – 9 431 691; ბრაზილია – 6 314 740; საფრანგეთი – 2 270 573 და რუსეთი – 2 249 890;

ასევე, ანტილიდერთა ათეულში შედიან: ესპანეთი – 1 628 208; ბრიტანეთი – 1 621 305; იტალია – 1 585 178; არგენტინა – 1 413 375 და კოლუმბია – 1 299 613;

ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირებულია ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში 26,2 მილიონი, ევროპაში – 18,4 მილიონი და აზიაში – 10,7 მილიონი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები