რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ვიმედოვნებთ, რომ საქართველოში ანტირუსული რიტორიკა, რომელსაც რადიკალური წრეები აქტიურად იყენებენ წინასაარჩევნო კამპანიის დროს, წარსულში დარჩება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის და რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს წევრის გრიგორი კარასინის საუბარი ონლაინ რეჟიმში გაიმართა.

როგორც რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საუბარი შეეხო საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებსაც და ამ კონტექსტში ნახსენებია გავრილოვის ვიზიტის დროს განვითარებული მოვლენები.

„ურთიერთგაგება დადასტურდა 2019 წლის ზაფხულში, ქართველი ნაციონალისტების მიერ, ცნობილი ანტირუსული პროვოკაციის უარყოფითი შედეგების დასაძლევად.

ვიმედოვნებთ, რომ ანტირუსული რიტორიკა, რომელსაც რადიკალური წრეები აქტიურად იყენებენ წინასაარჩევნო კამპანიის დროს, წარსულში დარჩება და რომ პოლიტიკურმა ძალებმა რომლებმაც მოიგეს საპარლამენტო არჩევნებში, გამოიყენებენ ამომრჩეველთა ნდობის მანდატს, რომელიც მიიღეს ორმხრივ ურთიერთობების ნორმალიზების პროცესის გასაგრძელებლად. მოხდა მხარეების მიერ ორმხრივ საფუძველზე სატვირთო-საავტომობილო გადაზიდვაზე ნებართვების გაზრდის შესაძლებლობების განხილვა.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის საჰარეო მიმოსვლის აღდგენის პერსპექტივები განიხილეს გასული წლის ივლისში, საქართველოში საჰაერო მგზავრთა გადაზიდვის დროებითი აკრძალვის გათვალისწინებით. ამის პირობები კარგად არის ცნობილი. საქართველოში ანტირუსული მანიფესტაციების შეწყვეტა და რუსეთის მოქალაქეებისთვის უსაფრთხოება, გარდა ამისა, კოვიდ-19-ის პანდემიით გამოწვეული სანიტარული და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ნორმალიზებული უნდა იყოს ორივე ქვეყანაში,“ – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები