ჯანმო: მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 60-70 % უნდა აიცრას

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადებით, იმისთვის, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ ინფიცირების მაჩვენებელზე დადებითად იმოქმედოს, მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 60-70 % უნდა აიცრას, –  ინფორმაციას „Deutsche Welle”  ავრცელებს.

გამოცემის ცნობით აღნიშნულის შესახებ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვაქცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კეტრინ ობრაიენმა განაცხადა.

ობრაიენის თქმით, მონაცემები მოდელირებულ კვლევებს ემყარება და დადასტურებულია.

შეგახსენებთ,  კორონავირუსის საწინააღმდეგო სამმა პოტენციურ ვაქცინამ – . AstraZeneca-ის, Moderna-ისა და Pfizer / BioNTech-ის მიერ შექმნილმა ვაქცინებმა მაღალი ეფექტურობა აჩვენეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები