„ვცდილობ, არ ჩამოვრჩე თანამედროვე ორთოდონტიის გამოწვევებს და დავნერგო სიახლეები“

ბავშვობიდან ოცნებობდა, წარმატებული და ცნობილი სტომატოლოგი ყოფილიყ. დედა სტომატოლოგი იყო და ეს პროფესია სწორედ მან შეაყვარა. ბუნებრივია, სწავლაც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ფაკულტეტზე განაგრძო. მისი დასრულების შემდეგ  მოსკოვის მედიკოსტომატოლოგიურ უნივერსიტეტში გაიარორთოდონტიისა და ბავშვთა პროთეზირების ორდინატურის სრული კურსი.
მუშაობდა ორთოდონტად
მოსკოვის სახელმწიფო კლინკაში, ორთოდონტიაში პროფესიული განვითარების უამრავი კურსი გაიარა და საუკეთესო გამოცდილებაც შეიძინა.
2020 წელს
მეტრეველის სტომატოლოგიური ცენტრი დააფუძნ. ეამაყება, რომ ის მულტიფუნქციურია, და რომ კლინიკა დაკომპლექტებულია პროფესიონალი ექიმებით და აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით. – ექიმი-ორთოდონტის ანა მეტრეველის პერსონა.

– დავიბადე ქალაქ თელავში, დიდ და მოსიყვარულე ოჯახში, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა ჩემს პიროვნებად ჩამოყალიბებაზე, ასევე მომავალი პროფესიის არჩევაზე. დავამთავრე თელავის პირველი საშუალო სკოლა და 2000 წელს ჩავირიცხე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიურ ფაკულტეტზე.
 როდის გადაწყვიტეთ სტომატოლოგობა?
– დედაჩემი პროფესიით სტომატოლოგია და გარდა სახელმწიფო სტომატოლოგიურ კლინიკაში მუშაობისა, სახლში ჰქონდა კაბინეტი. სწორედ ამან გამოიწვია  ჩემში ინტერესი, უფრო მეტი მცოდნოდა დედას კაბინეტში არსებული ხელსაწყოების შესახებ.
მომწონდა მისი პროფესია და ბავშვობიდან დიდ ინტერესს გამოვხატავდი. ხშირად ვეძახდი ჩემს მეგობრებს და ვთამაშობდით ექიმობანას, ბავშვობიდან ვოცნებობდი, ვყოფილიყავი წარმატებული და ცნობილი სტომატოლოგი.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრეთ და შემდეგ მოსკოვის მედიკოსტომატოლოგიური უნივერსიტეტში ორდინატურის სრული კურსი გაიარეთორთოდონტია და ბავშვთა პროთეზირება. რატომ მიგიზიდათ ორთოდონტიამ?
– როდესაც სტომომატოლოგიური ფაკულტეტის მე-5 კურსზე გადავედი, დავიწყეთ ორთოდონტიის შესწავლა. სულ რამდენიმე ლექციის შემდეგ მივხვდი,  რომ ეს იყო ის მიმართულება, რომლის საფუძვლიანად შესწავლაც მინდოდა.
ორთოდონტია ჩემთვის უაღრესად საინტერესო აღმოჩნდა და გადავწყვიტე, სიღრმისეულად დავუფლებოდი მას. აღსანიშნავია ისიც, რომ გარდამტეხი როლი შეასრულა ჩემმა ლექტორმა, რომელიც დამეხმარა, მოვხვედრილიყავი საუკეთესო ექიმთან ორდინატურაში.
მოსკოვის სახელმწიფო კლინკაში ორთოდონტად მუშაობდით. რა შეგძინათ იმ პერიოდმა?
– ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე საინტერესო და ნაყოფიერი წლები. დაუღალავ შრომას, რომელიც იწყებოდა დილის 9-დან და გრძელდებოდა საღამოს 10 საათამდე, უკვალოდ არ ჩაუვლია. მოსკოვის სახელმწიფო კლინიკაში მიღებულმა გამოცდილებამ მეტი პროფესიული ცოდნა და თავდაჯერებულობა მომცა. ასევე საშუალება, რომ დღეს მსოფლიოს წამყვანი ორთოდონტების მიერ ჩატარებული მასტერკლასები და სემინარები ყოფილიყო ჩემთვის მარტივად აღსაქმელი და პრაქტიკაში დანერგვადი.
ორთოდონტიაში პროფესიული განვითარების უამრავი კურსი გაიარეთ, როგორ იყენებთ ამ გამოცდილებას მუშაობაში? რომელი სემინარი დაგამახსოვრდათ პროფესიული თვალსაზრისით ნაყოფიერად?
– ნამდვილად უამრავი კურსი და სემინარი გავიარე. ვთვლი, რომ პროფესიული ზრდა და განვითარება უმნიშვნელოვანესია. ვერ გამოვარჩევ, რადგან ყველგან მივიღე გარკვეული ცოდნა და გამოცდილება, რასაც, რასაკვირველია, მუშაობის პროცესში ვიყენებ.
ორთოდონტიის თანამედროვე კონცეფციებიდან რომელ კონცეფციას ითვალისწინებთ მუშაობისას?

მეტრეველის სტომატოლოგიური  ცენტრის ინტერიერი

– ვმუშაობ როგორც ბავშვთა ასაკში, რომელიც ითვალისწინებს სხვადასხვა მოსახსნელ და მოუხსნელ კონსტრუქციებს, ასევე ზრდასრულებში, სადაც აქტიურად გამოიყენება ბრეკეტსისტემა და ელაინერები (გამჭვირვალე კაპები).
ვცდილობ, არ ჩამოვრჩე თანამედროვე ორთოდონტიის გამოწვევებს და დავნერგო სიახლეები ჩემს ორთოდონტიულ საქმიანობაში.
ადამიანების 80 პროცენტზე მეტს აქვთ თანკბილვის პათოლოგია. რატომ არის აუცილებელი ანომალიების კორექცია?
– ადამიანთა უმრავლესობა ორთოდონტიას უყურებს მხოლოდ ესთეტიკური მხრიდან, ანუ მათ მხოლოდ ჩაწიკწიკებული კბილების და ლამაზი ღიმილის მოლოდინი აქვთ. სინამდვილეში ორთოდონტია გულისხმობს ჯანსაღ პაროდონტის ქსოვილს, საფეთქველ-ქვედა ყბის სახსარს, გამართულ ფუნქციას (ღეჭვა, ყლაპვა, საკვების დაქუცმაცება), სახის კუნთების ჰარმონიულ მუშაობას, რაც საბოლოოდ გვეხმარება, შევინარჩუნოთ ჯანსაღი კბილები და პირის ღრუ ხანდაზმულ ასაკამდე. ამავდროულად, თავდაჯერებულად, ლამაზად გავიღიმოთ.
 ბავშვთა ორთოდონტიული პრობლემებიდან რომელზე გაამახვილებდით ყურადღებას? რას ურჩევდით მშობლებს?
–  21 ე საუკუნეში ხშირი პრობლემაა ალერგია, სხვადასხვა ინფექციური და ვირუსული დაავადებები, რომელსაც, სამწუხაროდ, მივყავართ პირით სუნთქვამდე, რაც საგრძნობლად არღვევს თანკბილვას, ბავშვის გამომეტყველებას და ხერხემლის სწორ განვითარებას.
ძალიან მნიშვნელოვანია, იცოდეს მშობელმა, რომ ბავშვის კონსულტაცია ორთოდონტთან დაგეგმოს 5-6 წლის ასაკში და არ დაელოდოს ყველა მუდმივი კბილის ამოსვლას, როგორც ეს ადრე იყო მიჩნეული, ვინაიდან ამ ასაკში საკმაოდ მარტივია დარღვევების კორექცია და სტაბილური შედეგის მიღება. სამწუხაროდ, დღემდე ბევრმა არ იცის, რომ სწორედ ადრეულ ასაკშია მნიშვნელოვანი ექიმთან ვიზიტი და დროულად მკურნალობა, რაც მომავალში მთელ რიგ გართულებებს და ხანგრძლივ მკურნალობას გულისხმობს.
 მეტრეველის სტომატოლოგიური ცენტრი დააფუძნეთ...
– 2020 წლის იანვარში გავხსენი საკუთარი კლინიკა, რომელიც მულტიფუნქციურია ანუ სტომატოლოგიის ყველა განხრა გვაქვს. რაც ძალიან მეამაყება, არის ის, რომ კლინიკა დაკომპლექტებულია პროფესიონალი ექიმებით და აღჭურვილია ყველა თანამედროვე ტექნიკით, როგორიც არის პირის ღრუს მიკროსკოპი, 3D კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატი. ასევე ჩვენი სატექნიკო ლაბორატორია აღჭურვილია ორთოდონტიული და ორთოპედიული მომსახურებისთვის საჭირო ყველა დანადგარით, მათ შორის ვინირების გამოსაჩარხი აპარატით.
ეპიდსაშიში ვითარების ფონზე ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უსაფრთხოების ნორმების ზედმიწევნით დაცვა. კლინიკაში განსაკუთრებული სიმკაცრით კონტროლდება ჰიგიენური ნორმები, ინსტრუმენტების და გარემოს სტერილიზაცია.
ჰობი
ჩემი ჰობი მოგზაურობაა. ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს ახალი ქვეყნების, მათი კულტურის გაცნობა და მსოფლმხედველობის გაზიარება. ასევე თავისუფალ დროს ჩემს შვილთან ვთამაშობ ჩოგბურთს, რაც ყოველდღიური დატვირთული გრაფიკისგან განტვირთვის საშუალებას მაძლევს.
ოჯახი
– მყავს მეუღლე და ორი შვილი. მეუღლე პროფესიით იურისტია, ამჟამად მოღვაწეობს კერძო ბიზნესში. იგი ჩემთვის არის როგორც საუკეთესო მეგობარი, ასევე საიმედო ბიზნესპარტნიორი.
შვილები  სკოლის მოსწავლეები არიან, რომელთა სწორი განვითარებისთვის დიდ ძალისხმევას და ენერგიას არ ვიშურებთ.

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები