მოლები მილიარდზე მეტი ლარის დანაკარგს ვარაუდობენ და შეზღუდვის ვადების კორექციას ითხოვენ

მოლების წარმომადგენლები ითხოვენ, რომ 24 დეკემბრამდე ერთი კვირით ადრე მიეცეთ გახსნის საშუალება. თუ მთავრობა მათ მოთხოვნას დააკმაყოფილებს, ისინი მზად არიან, სანაცვლოდ იანვარში დაიკეტონ.

- რეკლამა -

- რეკლამა -

როგორც ერთობლივ პრესკონფერენციაზე „თბილისი მოლის“ მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელმა, ნატა გოგოლაძემ განაცხადა, თუ ახალ წლამდე ერთის ნაცვლად ორი კვირა ექნებათ მუშაობის შესაძლებლობა, მომხმარებლის ნაკადის კონტროლს უკეთ შეძლებენ და კოლაფსსაც აირიდებენ.

„ნამდვილად დაცულია სავაჭრო ცენტრებში ყველაფერი. ყველანაირად ვიცავთ რეგულაციებს, რომელიც შემუშავებული იყო და გვინდოდა, რომ იმავე რეგულაციებში მუშაობა გაგვეგრძელებინა. ეს იყო ჩვენი მოთხოვნა. ჩვენ გვირჩევნია, დეკემბრის თვეში 24-ის ნაცვლად 1 კვირით ადრე გაგვხსნან და მზად ვართ, ამისთვის იანვარი სრულად დავთმოთ. მზად ვართ, 16-დან 30 იანვრამდე პერიოდში სრულად დავიკეტოთ, ოღონდ დეკემბერში ეს დღეები დაგვიმატონ“, – განაცხადა ნატა გოგოლაძემ და დასძინა, რომ მხოლოდ თბილისი მოლში, დაახლოებით, 2700 ადამიანია დასაქმებული.

თბილისში მოქმედი დიდი სავაჭრო ცენტრების – „თბილისი მოლის“, „ისთ ფოინთის“, „თბილისი ცენტრალის“, „ქარვასლის“, „სითი მოლიდ“ და „გლდანი მოლის“ მოთხოვნების ჩამონათვალი ასეთია:

“1. ნაცვლად 24 დეკემბრისა, 15 დეკემბრიდან 3 იანვრამდე მიეცეთ სავაჭრო ცენტრებს მუშაობის საშუალება; ამავე დროში მოიხსნას გადაადგილების შეზღუდვა, რომ მომხმარებელს ჰქონდეს შესაძლებლობა, სავაჭრო ცენტრებში მივიდნენ.

2. გაუქმდეს ქონების გადასახადი, რომელიც 2020 წლის დასაწყისში გადავადდა. ჩვენი სურვილია და თხოვნაა, მოხდეს 2020 წლის ქონების გადასასახდის გაუქმება ისე, როგორც ეს მოხდა სასტუმროების შემთხვევაში. ყველა მზად არის, სავაჭრო ცენტრებში დასაქმებული ადამიანები არ გაუშვას სახლში და გადაუხადოს ხელფასი.

3. საკრედიტო ვალდებულებების მიმართულებით მოხდეს ეროვნული ბანკის ჩართვა ბანკებთან მოლაპარაკებების პროცესში. თუ საშუალება იქნება საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირებაზეც დაიწყოს საუბარი, ესეც ძალიან კარგი იქნება.

4. გაგრძელდეს საშემოსავლო გადასახადზე არსებული შეღავათი, თუნდაც შემდგომი 6 თვის განმავლობაში.

5. სავაჭრო ცენტრები მზადყოფნას გამოვთქვამთ, დავიკეტოთ იანვარში, თუმცა, დეკემბერში მუშაობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

სავაჭრო ინდუსტრიის წარმომადგელების თქმით, სავაჭრო სექტორისთვის დაკეტილი თითოეული დღე ნიშნავს 25 მილიონიან ზარალს, მოლებისთვის კი – 10 მილიონის ზარალს. მათივე განმარტებით, ინდუსტრია, დეკემბერში დახურვის შემთხვევაში, მილიარდამდე ლარს დაკარგავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები