ნათია თურნავა: არ შეიძლებოდა, რომ უფრო ადრე, 12 თვეს ხელოვნურად გვქონოდა „ლოქდაუნი“, ამას ვერცერთი ეკონომიკა ვერ გადაიტანდა

“არ შეიძლებოდა, რომ უფრო ადრე, 12 თვეს ხელოვნურად გვქონოდა „ლოქდაუნი“, ამას ვერცერთი ეკონომიკა ვერ გადაიტანდა, მით უმეტეს, საქართველოს ეკონომიკა, რომელიც გამოწვევებით აღსავსე რეგიონში იმყოფება”, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

„რა თქმა უნდა, რაც უფრო დიდ ხანს არის შეზღუდვები, მით უფრო მეტად შეგიძლია, ვირუსის გავრცელების პრევენცია გააკეთოთ, ეს ეკონომიკური თვალსაზრისით ძალიან მძიმე იქნებოდა. საბოლოო გადაწყვეყტილება, რაც ხელისუფლებამ და ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო, იყო სწორდეაც რომ დაბალანსებული. არ შეიძლებოდა, რომ უფრო ადრე, 12 თვეს ხელოვნურად გვქონოდა „ლოქდაუნი“, ამას ვერცერთი ეკონომიკა ვერ გადაიტანდა, მით უმეტეს, საქართველოს ეკონომიკა, რომელიც გამოწვევებით აღსავსე რეგიონში იმყოფება. პრაქტიკულად, ქვეყნების დიდი რაოდენობა მეორე ტალღის დროს ვერ ასცდა შეზღუდვების დაწესებას“, – განაცხადა ნათია თრნავამ.

ეკონომიკის მინისტრმა კორონავირუსის პირველ ტალღაზე, იმ დროს ეკონომიკურ ვითარებასა და შემდგომ უკვე გაუმჯობესებულ მდგომარეობაზეც ისაუბრა და თქვა, რომ სოფლიოს მეორნეობისა და ექსპორტის კუთით ქვეყანამ კარგი შედეგები დადო.

პირველ ეტაპზე, ვირუსზე ჩვენი პასუხი იყო უფრო მკაცრი შესზღუდვები, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაშინ ეს იყო „ლოქდაუნი“, ამან მოგვაგებინა დრო მთელი ზაფხული, პრაქტიკულად, ტურისტული სეზონი ჩავატარეთ, არ შევწყვიტეთ მომპოვებელი და გადამამუშავებელი ინდუსტრიების მუშაობა, სოფლის მეურნეობაში, ექსპორტის თვალსაზრისით, ძალიან კარგი შედეგები გვაქვს იმიტომ, რომ როდესაც სხვა ქვეყნებში პანდემია მძვინვარებდა, ჩვენ ვმართეთ ვირუსის გავრცელება, დროულად მოვხსენით გარკვეული შეზღუდვები და ჩვენი პოლიტიკის შედეგად ეკონომიკა გაჯანსაღების გზით წავიდა ეს არის ჩვენი გატარებული პოლიტიკის შედეგი“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები