მარადონასთან დამშვიდობება არეულობაში გადაიზარდა – პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა (ფოტო, ვიდეო)

​არგენტინის დედაქალაქში ფეხბურთელ დიეგო მარადონას გულშემატკივრებსა და პოლიციას შორის არეულობა მოხდა, რომლის შედეგად სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.

არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც გულშემატკივრებმა ფეხბურთელის კუბოსთან მიახლოება სცადეს.

არგენტინის პრეზიდენტის სასახლესთან შეკრებილები ძალოვანებს ქვებსა და ბოთლებს ესროდნენ, რამდენიმე ადამიანი დაშავებულია.

გამოსამშვიდობებელი ცერემონიის შემდეგ, ფეხბურთელის ცხედარი “ბელია ვისტა”-ს საფლავამდე ათასმა პოლიციელმა მიაცილა. გზის ერთ-ერთ მონაკვეთზე ქომაგებმა კორტეჟს გზა გადაუღობეს და საცობი შექმნეს.

მარადონა დაკრძალეს მხოლოდ 25 ნათესავისა და ახლობლის თანდასწრებით.

დიეგო მარადონა გულის შეტევით 25 ნოემბერს საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები