დონალდ ტრამპი შესაძლოა, დააპატიმრონ

კომპანია Trump Organization-ში აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და მისი სამი უფროსი შვილის საქმიანობა შესაძლოა, სისხლის სამართლის დევნის საგანი გახდეს, – წერს გერმანული გამოცემა Focu-ი.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ დონალდ ტრამპს თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯონ.

“მხოლოდ პრეზიდენტობა დაიხსნის ტრამპს ციხისგან ან გაკოტრებისგან”, – ციტირებს გამოცემა ამერიკელი ისტორიკოსის, ტიმოტი სნაიდერის სიტყვებს.

ამის პარალელურად, ამერიკულ მედიაში აქტიური განხილვის საგანია ის, რომ ციხეში შეიძლება, წავიდნენ ტრამპის უფროსი შვილები: ივანკა, დონალდი და ერიკა. მათ ბრალად შეიძლება, წაუყენონ კომპანიაში ფინანსური და საგადასახადო დარღვევები.

მიმდინარე კვირას ივანკა ტრამპმა დემოკრატიული პარტია პოლიტიკურ დევნაში დაადანაშაულა მას შემდეგ, რაც ნიუ იორკის უზენაესმა სასამართლომ კომპანიაში საგადასახადო დარღვევებთან დაკავშირებით გამოძიების გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.

ტრამპის ფონდის საქმიანობაში ყველაზე მეტად არის ჩართული სწორედ ივანკა, რომელმაც მამისგან “ჰონორარის” სახით 750 ათასი დოლარი მიიღო “საკონსულტაციო მომსახურებისთვის”, რამაც ნიო-იორკელ პროკურორებში ეჭვი გააჩიან, რომ პრეზიდენტი გადასახადების არიდებას ცდილობს. გარდა ამისა, ტრამპი უფროსი ეჭვმიტანილია ​Playboy-ის მოდელისთვის ქრთამის მიცემაში.

2012 წელს ტრამპის შვილები – ივანკა და დონალდი სასამართლოს წინაშე თაღლითობის საქმეზე წარსდგენას გადაურჩნენ. მათთვის შესაძლოა, ბრალად Trump Soho Tower-ში ბინებზე ფასების “გაბერვა” დაებრალათ, თუმცა, მაშინ ტრამპების ოჯახმა პროკურორის გადარჩევის კამპანიას 25 ათასი დოლარი შესწირა.

ამჟამად, ტრამპების ოჯახის წინააღმდეგ ათობით საქმეა აღძრული, უახლოეს წლებში კი დონალდ ტრამპმა 300 მილიონი დოლარის ოდენობის ვალი უნდა დაუფაროს უცხოელ კრედიტორებს, მათ შორის, Deutsche Bank-ს.

Financial Times-ს მონაცემით, ტრამპის დავალიანება 900 მილიონ დოლარს შეადგენს, Forbes კი, მილიონობით ფინანსურ ვალდებულებაზე იტყობინება. გარდა ამისა, მოქმედი პრეზიდენტის ბიზნესი, პანდემიის ფონზე დიდ ზარალს განიცდის.

კანონთან პრობლემები, ივანკას მეუღლეს, ჯარედ კუშნერსაც ჰქონდა. 2004 წელს, კუშნერის მამას, მსხვილ ბიზნესმენს ჩარლზ კუშნერს 14 თვით თავისუფლების აღკვეთას მიუსაჯეს, მას შემდეგ რაც მან უკანონო პარტიულ შემოწირულობებსა და საგადასახადო თაღლითობებთან დაკავშირებით ბრალდება აღიარა. გარდა ამისა, მან ისიც თქვა, რომ მოსამართლის ერთ-ერთი ნათესავის დაშანტაჟების მიზნით მეძავი დაიქირავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები