“ჩვენი ამოცანაა, ამ რამდენიმე კვირის განმავლობაში, შევამციროთ მობილობა, აქედან გამომდინარე, არაუცილებელი გასვლები უნდა შეიზღუდოს“, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
თურნავას თქმით, ორგანიზაციებმა, რომლებიც აგრძელებენ მუშაობას, უნდა უზრუნველყონ თანამშრომლების ტრანსპორტირება.
„ჩვენი ამოცანაა, ამ რამდენიმე კვირის განმავლობაში შევამციროთ მობილობა, აქედან გამომდინარე, არაუცილებელი გასვლები უნდა შეიზღუდოს. რაც შეეხება იმ ორგანიზაციებს, რომლებიც აგრძელებენ მუშაობას, როგორც თავის დროზე მოხდა, მე დარწმუნებული ვარ ისინი შეძლებენ ისე ორგანიზებას, რომ უზრუნველყოფენ მსუბუქი ავტომობილებით თავისი თანამშრომლების შეგროვებასა და გადაადგილებას. ყოველ შემთხვევაში, თავის დროზე ამას პრობლემა არ მოჰყოლია“, – განაცხადა თურნავამ.