ნინო გახარიამ და გიორგი მანჯავიძემ ესპანეთის სამეფოს შსს-ს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ნინო გახარიამ და საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის სამმართველოს უფროსმა, გიორგი მანჯავიძემ ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს.

შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ცნობით, ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მეკავშირე ოფიცერმა, ანტონიო დობლასმა, რომელიც ქალაქ ანკარადან ფარავს საქართველოს, წარადგინა ესპანეთის ეროვნული პოლიციის ახალი ატაშე საქართველოში, ხუან რუისი, რომელმაც შეცვალა საქართველოში უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში მოღვაწე ატაშე, ანტონიო აროიო.

“ნინო გახარიამ ანტონიო აროიოს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და ახალ ატაშეს სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოსა და ესპანეთის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა. შეხვედრის მონაწილეებმა სამომავლო ურთიერთობის შესაძლო ახალ მიმართულებებსა და პოლიციის სფეროში მჭიდრო და ეფექტიანი თანამშრომლობის გაგრძელების მნიშვნელობაზე ისაუბრეს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები