ეკატერინე ტიკარაძე: არ აქვს მნიშვნელობა, რა ტიპის თავშეყრა იქნება, პასუხისმგებლობა ეკისრება ყველას, ვინც წესების დაცვის გარეშე უპასუხისმგებლო შეკრებებს ატარებს

“არაერთხელ განვმარტეთ, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რა ტიპის თავშეყრა იქნება, პასუხისმგებლობა ეკისრება ყველას, ვინც წესების დაცვის გარეშე უპასუხისმგებლო შეკრებებს ატარებს”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

„მეც და ეპიდემიოლოგებმაც არაერთხელ განვმარტეთ, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რა ტიპის თავშეყრა იქნება ეს, პასუხისმგებლობა ეკისრება ყველას, ვინც წესების დაცვის გარეშე უპასუხისმგებლო შეკრებებს ატარებს. ეს ეხება როგორც ოპოზიციას, ასევე ეხება ყველა იმ ქორწილს და სხვადასხვა ღონისძიებას, რომელიც დღემდე გამართულა საქართველოს ტერიტორიაზე და რამაც გამოიწვია ინფიცირებულთა ასეთი მკვეთრი ზრდა“, – განაცხადა ტიკარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები