კოვიდ 19-ის მსოფლიო სტატისტიკა უარესდება; იტალიის სამხრეთში, ნეაპოლში რესურსების ნაკლებობის გამო, საავადმყოფოები პაციენტებს ვეღარ იღებენ, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 50 000-ის ნიშნულს გადასცდა

იტალიის სამხრეთში, კამპანიის რეგიონში კვლავ კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაა. კამპანიის რეგიონალურ ცენტრში, ნეაპოლში რესურსების ნაკლებობის გამო, საავადმყოფოები პაციენტებს ვეღარ იღებენ. ამჟამად, საავადმყოფოების ყველა განყოფილებაში საწოლები დაკავებულია, – ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

მათივე ცნობით, კამპანიის რეგიონი უკვე რისკის მაღალ „წითელ“ ზონაშია და ვირუსის გავრცელების შესამცირებლად, ადგილობრივმა მთავრობამ დამატებით, კომენდანტის საათიც დააწესა.

„იტალია მეექვსე ევროპული ქვეყანაა, სადაც სიკვდილიანობის მაჩვენებელი 50 000-ის ნიშნულს გადასცდა. ამასთან, ბოლო 24 საათში, იტალიაში 853 გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა, რაც მიმდინარე წლის 28 მარტის შემდეგ, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფიცირებულთა რაოდენობამ 23 232 ახალი შემთხვევა შეადგინა.

ესპანეთში, ერთ დღე-ღამეში გარდაცვლილთა 537 ადამიანი გარდაიცვალა, რაც მეორე ტალღის ანტირეკორდია. გამოვლენილ ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 12 228 შემთხვევა შეადგინა.
შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, შტეფან ლოფენმა მიმდინარე წლის 23 ნოემბერს მოსახლეობას მიმართა და მათ სახლში დარჩენისაკენ მოუწოდა. ლოფენმა ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია კონტაქტების მინიმუმამდე შემცირება;

24 ნოემბერს, შვედეთის ჯანდაცვის მაკონტროლებელი ორგანოს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ქვეყანაში მოხუცთა თავშესაფრები კორონავირუსის მიმართ ყველაზე მოწყვლადები აღმოჩნდნენ, ვინაიდან, იქ მაცხოვრებელ ხანშიშესულ პირებს, შესაბამისი მოვლა და პირობები არ აქვთ.

24 ნოემბერს, პოლონეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა ჯამურმა რაოდენობამ 900 000-ს გადააჭარბა. ბოლო დღე-ღამეში კი ინფიცირების 10 139 შემთხვევა და გარდაცვალების 540 ფაქტი დაფიქსირდა.

24 ნოემბრიდან 10 დღის ვადით, სერბეთში შეზღუდვები გამკაცრდა. კერძოდ, პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა. საზოგადოებრივი ტრანსპორტი განახევრებული დატვირთვით იმუშავებს. მაღაზიებსა და სასწავლო დაწესებულებებში, 4მ 2 ფართობზე მხოლოდ 1 ადამიანის ყოფნა იქნება დაშვებული.

24 ნოემბერს, რუსეთში, 24 საათში გარდაცვლილთა რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი – 491 შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 24 326 ახალი შემთხვევა შეადგინა.

23 ნოემბერს, უკრაინაში, COVID-19-ით ინფიცირების დღიური გამოვლენის მაჩვენებელი 12 287 შემთხვევა შეადგინა. გარდაიცვალა 188 პაციენტი.

23 ნოემბერს თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების 6 713 და გარდაცვალების 153 შემთხვევა დაფიქსირდა. ორივე მონაცემი თურქეთში კორონავირუსის ეპიდემიის ანტირეკორდია. მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში. თურქეთში თითქმის ყოველდღიურად ხდება ინფიცირების ანტირეკორდის განახლება, – წერს უცხოური მედია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები