სოლოლაკში, ამაღლების N5-ში სადარბაზოს რეაბილიტაცია მიმდინარეობს

მთაწმინდის რაიონში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, სადარბაზოების სარემონტო სამუშაოები გრძელდება.
ამჯერად, სოლოლაკში, ამაღლების N5-ში სადარბაზოს რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.
რეაბილიტაციის ფარგლებში, სრულად აღდგება წლების განმავლობაში სავალალო მდგომარეობაში არსებული სადარბაზოს ისტორიული კიბე. ასევე, შეიღებება კედლები და ჭერი.
სამუშაოებს, გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ასრულებს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 8544 ლარი გამოიყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები