ელენე ხოშტარია: ოპოზიციის პოზიცია მყარია, ილუზია ნურავის ექნება, რომ ამას დაარღვევენ

“ველოდებით მოლაპარაკების მესამე რაუნდს. „ქართულ ოცნებას” არა თუ ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს კრიზისის განტვირთვისთვის, არამედ ვითომ მეორე ტურით, სადაც ხალხი არ მივიდა, კრიზისს უფრო აღრმავებს”, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფთან გამჭვირვალე დიალოგს გეგმავს.

„ველოდებით მესამე რაუნდს. „ქართულ ოცნებას” არა თუ ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს კრიზისის განტვირთვისთვის, არამედ ვითომ მეორე ტურით, სადაც ხალხი არ მივიდა, კრიზისს უფრო აღრმავებს და რეალურად იქამდე მივდივართ, რომ ერთპარტიული პარლამენტი იქნება. ოპოზიციის პოზიცია მყარია და ილუზია ნურავის ექნება, რომ ამას დაარღვევენ. ახლა ჯერი „ქართულ ოცნებაზეა”, რომ რეალური ნაბიჯი გადადგას. „ქართული ოცნების” მთელი ტვირთია, ოპოზიციას რეალურად რაღაცა შესთავაზოს. პრობლემა მათ აქვთ! ისინი არიან ხელისუფლებაში და ყველა მიმართულებით კრიზისში. ჩვენ მართლები ვართ, მთელი ტვირთი „ქართულ ოცნებაზეა”. ჩვენ, გარდა ამისა, რომ მესამე რაუნდს ველოდებით, საზოგადოებასთან სხვადასხვა ფორმატის შეხვედრებს ვგეგმავთ. საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფთან გამჭვირვალე დიალოგს ვაპირებთ”, – განაცხადა ხოშტარიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები