გებრეისეუსი: გრძელი და ბნელი გვირაბის ბოლოს სინათლე უფრო კაშკაშებს, კორონავირუსის ვაქცინის დასარიგებლად 4,3 მილიარდი დოლარია საჭირო

„ვაქცინების შექმნის შესახებ გავრცელებული ბოლო სიახლეები ნიშნავს, რომ ამ გრძელი და ბნელი გვირაბის ბოლოს სინათლე უფრო კაშკაშებს”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისეუსმა განაცხადა.
მისი თქმით, მსოფლიო ისტორიაში ჯერ არცერთი ვაქცინა არ შეუქმნიათ ისე სწრაფად, როგორც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, ხოლო ვაქცინისა და სხვა საშუალებების მთელ მსოფლიოში დარიგებას დაუყოვნებლივ სჭირდება დამატებითი დაფინანსება.

„ახლა საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა დაამკვიდროს ახალი სტანდარტი და უზრუნველყოს ვაქცინასთან წვდომა. ყველა მთავრობას სურს ყველაფრის გაკეთება, რათა საკუთარი ხალხი დაიცვას. თუმცა, ჩნდება საფრთხე, რომ ყველაზე ღარიბ და დაუცველ ადამიანებს ვაქცინის რიგში გაჭყლეტენ“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა.
„4,3 მილიონი დოლარი არის საჭირო, რათა მხარდაჭერილი იყოს ვაქცინების, ტესტებისა და მედიკამენტების დისტრიბუცია. მომავალ წელს კი იქნება საჭირო 23,8 მილიარდი დოლარი. ეს ქველმოქმედება არ არის. ეს არის ყველაზე სწრაფი და ჭკვიანური გზა პანდემიის დასასრულებლად და ეკონომიკის აღდგენის ხელშესაწყობად“, – განაცხადა გებრეიესუსმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები