თბილისში, ალ. ჭავჭავაძის N8/11-ში ეზოს სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

მთაწმინდის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას განაგრძობს. ალ. ჭავჭავაძის ქუჩაზე N8/11-ში არსებული ეზოს სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
ამჟამად, აღნიშნულ მონაკვეთზე დაზიანებული ასფალტის ფენას იღებენ. პროექტის ფარგლებში, 750 კვ.მ ფართობზე ასფალტის ახალი საფარი დაიგება და მოეწყობა ბორდიური.
მითითებულ მისამართზე ცოტა ხნით ადრე, მთაწმინდის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, სრულად გამოიცვალა წყალარინების ქსელი.
აღნიშნულ სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია „სუხო“ ასრულებს და ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 26 000 ლარი არის გამოყოფილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები